,,ყოველმა ჩვენგანმა უნდა იცოდეს არა თუ საკუთარი გვარის წარმომავლობა, არამედ სწავლობდეს კიდეც საგვარეულო შტოსთან დაკავშირებულ ყველა საინტერესო ცნობას, მომენტს. გვარი, რომელსაც ჩვენ დაბადებიდან ვიღებთ, გადავცემთ ჩვენსავე შთამომავლობას; ასე იყო ყოველთვის, ასეა ახლაც და ასე იქნება მომავალში. თუმც ამ დარგის პროფესიონალი არ გახლავართ, მაინც გადავწყვიტე ფანჩულიძეების გვარის მდიდარი წარსულისა და დაგროვილი მასალის თავისმოყრა, გაანალიზება და დალაგება ისეთი სახით, როგორც წარმოდგენილია შემოთავაზებულ წიგნში" – ჯუმბერ ფანჩულიძე.