მონოგრაფიაში გამოყენებულია ცნობილი ქართველ და უცხოელ მკვლევართა გამოკვლევები, საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული საკანონმდებლო და ნორმატიული აქტები, პროგრამები, კონცეფციები, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის, სახელმწიფო ქონების მართვისა და ფინანსთა სამინისტროების, საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემები, ვალერიან მელქაძის სახელობის სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემებისა და ფინანსების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტებში შესრულებული სამეცნიერო თემები, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარების წლიური და ხუთწლიანი ინდიკატიური გეგმები და სხვ.