წინამდებარე ნაშრომთა კრებული გამოიცა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე არსებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ფარგლებში – საერთაშორისო საჯარო სამართალი. კრებული ეძღვნება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიღების 70 წლის იუბილეს. წარმოდგენილ კრებულში გამოქვეყნდა როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ასევე სხვა უნივერსიტეტის სტუდენტების ნაშრომები.