წიგნში განხილულია საქართველოში მცხოვრები მორწმუნე და ათეისტი ადამიანების ღირებულებათა სისტემების თავისებურებები; გამოკვლეულია, განსხვავდება თუ არა ისინი ერთმანეთისგან და, თუ განსხვავდება, რამდენად მნიშვნელოვანია განსხვავება, ხომ არ შეუქმნის ეს პრობლემას სხვადასხვა აღმსარებლობების ადამიანთა თანაცხოვრებას საქართველოში. ნაშრომში წარმოდგენილი და გაანალიზებულია ამ სფეროში შესრულებული თეორიული და ემპირიული მასალა.