ნაშრომში წარმოდგენილია ბიზნესის ადმინისტრირების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილის – მმართველობით აღრიცხვისა და შიდა კონტროლის თეორიულ-მეთოდოლოგიური და პრაქტიკული ასპექტები. საბაზრო ეკონომიკის პირობებში სამეწარმეო საქმიანობის წარმატებული ფუნქციონირებისათვის ფინანსურ აღრიცხვასთან ერთად აუცილებელია მმართველობითი აღრიცხვის, როგორც ბუღალტრული აღრიცხვის ერთ-ერთ პერსპექტიული მიმართულების გამოყენება.