სახელმძღვანელოში განხილულია კლიმატოლოგიის ზოგადი საკითხები, მათ შორის ამინდისა და ჰავის არსებული კლასიფიკაციები და მათი მაყალიბებელი ფაქტორები. თანამედროვე პოზიციებიდან გაშუქებულია ამინდისა და ჰავის მეტეოროლოგიური და ჰელიოფიზიკური ფაქტორების ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე; მეტეოპათიური და ჰელიოპათიური რეაქციების წარმოქმნა, მათი პროფილაქტიკა და მკურნალობა. განხილულია კურორტებისა და საკურორტო ადგილების ბიოკლიმატური დახასიათების პრინციპები და მეთოდები, სამედიცინო გეოგრაფიის, აკლიმატიზაციის და ბიორითმოლოგიის საკითხები.