ნაშრომში განხილულია, მატერიალური დოვლათის ფარული მითვისების (ქურდობის, ძარცვისა და იურიდიული, საზოგადოებრივად დაკანონებული ნორმების დარღვევით ქონების დაგროვების), როლი და მნიშვნელობა საბაზრო ეკონომიკის და მისი განვითარების მექანიზმების ჩამოყალიბებაში; მისი კულტურულ-ისტორიული წანამძღვრები; ქურდული სუბკულტურის წარმოშობის მიზეზები და მასთან ბრძოლის ფორმები. ნაშრომი განკუთვნილია, როგორც დოვლათის წარმოების და განაწილების, მისი ფარული მითვისების ეკონომიკური და იურიდიული ასპექტების მკვლევრებისათვის, აგრეთვე, ამ საკითხების შესწავლით დაინტერესებულ პირთათვის.