წიგნში განხილულია გარემოს დაბინძურების ბუნებრივი და ანთროპოგენური წყაროები, მათ მიერ გენერირებული ნორმირებული ნივთიერებების ემისიის მასშტაბები და დინამიკა დროში; მოცემულია ატმოსფეროს, ჰიდროსფეროს, ნიადაგებისა და მცენარეების ფონური ქიმიური შედგენილობა და მისი ცვალებადობა ტექნოგენური ფაქტორების გავლენით; ნაჩვენებია ქიმიური დაბინძურებისაგან გარემოს დაცვის მეთოდები და ამ მიზნით გატარებული ღონისძიებები; მოტანილია მდიდარი ფაქტობრივი მასალა, რომელიც საშუალებას იძლევა რეალურად შევაფასოთ ეკოქიმიური ვითარება საქართველოში. წიგნს თან ერთვის გარემოს ქიმიაში გამოყენებული ცნებების და ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი.