ნარკვევებში ყურადღება გამახვილებულია XX საუკუნის 20-30-იანი წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაზე, ეროვნებათშორის ურთიერთობასა და ეთნოკონფლიქტებზე, ინტელიგენციის მდგომარეობაზე საბჭოთა რეჟიმის პირობებში. ცალკე ადგილი ეთმობა საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობის, კერძოდ, ქურთების ისტორიის საკითხებს, ასევე ფერეიდნელ ქართველთა ეროვნული თვითშეგნების წარმოჩენას.