წინამდებარე ნაშრომი თეორიულ-პრაქტიკული ხასიათისაა და მასში განხილულია ტელე-რადიო პროგრამირების ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორებიცაა: საზოგადოებრივი და კომერციული მაუწყებლობის სპეციფიკა, შერეული და ფორმატული პროგრამირების პრინციპები, საკაბელო და რეგიონული არხების პროგრამირება, პროგრამირების ფაქტორები და განრიგის შედგენის სტრატეგიები, პროგრამისა და აუდიტორიის კვლევის მეთოდები და სხვ. გათვალისწინებულია როგორც უცხოეთის გამოცდილება, ისე ქართული სამაუწყებლო პრაქტიკაც.