მონოგრაფიაში წარმოდგენილია ექსპერიმენტული კვლევის მონაცემები. ამ დარგში: შესწავლილია ცილოვანი ამინომჟავების ფარდობითი რეაქციისუნარიანობა მაილარდის რეაქციაში. დადგენილია მელანოიდინურ პოლიმერში 1-14C-გლიცინის და 2-14C გლიცინის ნახშირბადატომების ჩართვის გზები, ასევე ალბუმინის გლუკოზილირების რეაქციის ძირითადი პარამეტრები. შესწავლილია არომატული ამინებისა და მათი შესაბამისი N-გლიკოზიდების მონაწილეობა მაილარდის რეაქციაში; არომატული ამინებისა და ალდოზების ურთიერთქმედებით სინთეზირებულია შესაბამისი N-გლიკოზიდები, რომლებიც დახასიათებულია ელემენტური შედგენილობით, ლღობის ტემპერატურით, ინფრაწითელი და 13C-ბმრ სპექტრებით. შერჩეულია მათი სინთეზის ოპტიმალური პირობები; დადგენილია სინთეზირებული N-ფენილგლიკოზილამინების იზომერული და ანომერული შედგენილობა.

