ნაშრომში გაანალიზებული და წარმოჩენილია მეცნიერ-ენციკლოპედისტის ვიკტორ ნოზაძის კვლევის შედეგები რუსთაველის რელიგიურ მსოფლმხედველობაზე, რუსთაველის ქრისტიან პოეტად აღიარებაზე. „ვეფხისტყაოსნის“ ქრისტიანულ თხზულებად გამოცხადებაზე. დასკვნები გამოტანილია ქრისტიანული ღვთისმეტყველებისა და „ვეფხისტყაოსნის“ ღვთისმეტყველების ერთმანეთთან შედარების საფუძველზე, ნაჩვენებია შუა საუკუნეების აზროვნების ცალკეული მიმართულებების (ნეოპლატონიზმი, გნოსტიციზმი, სოლარიზმი, პანთეიზმი, თეიზმი, დეიზმი, სტოიციზმი) რუსთაველისათვის მიწერის კრიტიკა. ვრცლად არის განხილული ბიბლიასთან „ვეფხისტყაოსნის" მიმართების საკითხები.