წიგნი ეძღვნება სულიერების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კერას – ზარზმის მონასტერს – დაარსებულს IX საუკუნის 80-იან წლებში გამოჩენილი საეკლესიო მოღვაწის სერაპიონ ზარზმელის მიერ, საქართველოს სამხრეთ ნაწილში. გადმოცემულია მისი ისტორია დაარსებიდან დღემდე; საგანგებოდაა განხილული ზარზმის სამონასტრო ანსამბლის ხუროთმოძღვრება და დეკორი; შესწავლილია მისი ლაპიდარული ეპიგრაფიკა; გაანალიზებულია ზარზმიდან გამოსული ქართული ოქრომჭედლობის ნიმუშები, ზოგ შემთხვევაში სრულიად უნიკალური საოქრომჭედლო ძეგლები, დადგენილია მათი სტილი და შესრულების მანერა.