,,როსტომ ჩხეიძის ამ ახალ, რიგით მეთხუთმეტე ბიოგრაფიულ რომანში „საგა ვახტანგური (ვახტანგ ჭელიძის ცხოვრების ქრონიკა)“ ავტორისათვის ჩვეული დინამიური თხრობით წარმოსახულია თვალსაჩინო პიროვნების მრავალფეროვანი და დაუმცხრალი კულტურტრეგერული მოღვაწეობა ქართული საზოგადოებრივი ცხოვრების საერთო დრამატულ ფონზე და კვლავაც მეტად კოლორიტული პორტრეტების გალერეა გადაიშლება მკითხველის თვალწინ, ამასთან, უამრავი მიჩქმალული თუ სრულიად უცნობი გარემოებაც და რეალიაც გამოიკვეთება და ბევრი რამ სრულიად გადაფასდება საზოგადოებრივ ცნობიერებაში – სიმართლითა და მიუკერძოებლობით აღდგება ის ზოგადი სურათი, მთელი თავისი ხელშესახები თუ უხილავი ნაკადებით, რაც ასე აუცილებელია უახლესი ჟამის საქართველოს საზოგადოებრივი კულტურული სინამდვილისა და ბედისწერის გასააზრებლადაც".