„„მეგრელთა საქმე“ ათწლეულების მანძილზე ტაბუდადებული იყო. არქივში გამოძიების მასალებთან არავინ მიგიშვებდა. ხალხში კი ლეგენდასავით დადიოდა ამბავი კუთხურობის ნიშნით მრავალი ადამიანის რეპრესირების შესახებ, რომლებიც შემთხვევით, სტალინის სიკვდილის გამო გადაურჩნენ კედელთან მიყენებას. 1990-იანი წლებიდან ეს ნაკლულება შეივსო და რამდენიმე პუბლიკაციას გამოქვეყნდა. ამ ნაშრომის ავტორს საშუალება ჰქონდა გასცნობოდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს არქივში დაცულ „მეგრელთა საქმის“ ტომეულებს. შემდეგ, როგორც იტყვიან, მარცვალ-მარცვალ აგროვებდა მასალებს".