ლექსიკონში წარმოდგენილია ზმნური ძირ-ფუძეები ანბანის ყველა ასო-ნიშნის მიხედვით გარდა ე ასოსი, რადგანაც ე-ზე დაწყებული ფუძეები არ დასტურდება დამოწმებულ წყაროებში. ზმნური ფორმები ძირითადად გადმოცემულია წამყოს ფორმით, მაგრამ იშვიათად გამოტანილია აწმყოსა და თურმეობითის ფორმები წარმოებისა და მნიშვნელობის თავისებურებიდან გამომდინარე. ასეთ ფორმებს ფრჩხილებში მიწერილი აქვს შესაბამისი შემოკლება.