წიგნში თანამედროვე სწავლების მეთოდიკის გათვალისწინებითა და ლიტერატურათმცოდნეობითი კუთხით განხილულია ქართველი და უცხოელი მწერლების ცალკეული მხატვრული ქმნილებები რომლებიც ჟანრობრივ-თემატურადაა დალაგებული და დართული აქვს შესაბამისი კომენტარები, კითხვები და დავალებები. ნაწარმოებების შერჩევისას მთავარი აქცენტი ლიტერატურულ კონტექსტზე იმ მიზნით გაკეთდა, რათა წარმოჩენილიყო ქართული მწერლობის ადგილი და მნიშვნელობა მსოფლიო სიტყვიერების ისტორიაში.