წიგნი განკუთვნილია ქართული ენის შესწავლის დამწყებთათვის. ენის A1 დონეზე დაუფლების შემდგომ შემსწავლელი ძალიან მარტივი ენობრივი საშუალებებით შეძლებს: საკუთარი პიროვნების, საქმიანობის, ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გაცემას; ყოველდღიურობასთან დაკავშირებული კომუნიკაციის დამყარებას; წერილების, მისალოცი ბარათების გაგებასა და დაწერას; სარეგისტრაციო კითხვარების შევსებას; ნაცნობ, ყოველდღიურობასა თუ საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებულ თემებზე ნელა და გარკვევით მიმდინარე საუბარში მონაწილეობას.

