გამოკვლევაში თბილისის მიტროპოლიტ იოსებ თბილელის (სააკაძე) ისტორიული პოემის „დიდმოურავიანის“ და სხვა ქართული წერილობითი წყაროების ანალიზის საფუძველზე მოცემულია XVII საუკუნის საქართველოში ქართული თავადური მენტალობის სხვადასხვა საკითხების კვლევა: როგორიცაა სამშობლოსადმი სიყვარული, მეფის ხელისუფლების უზენაესობის აღიარება და მისდამი ერთგულება, პირადი ინტერესების პრიორიტეტულობა, რელიგიის, სწავლა-განათლების და აღზრდის როლის გავლენა ინდივიდის ჩამოყალიბებაში. ასევე განხილულია იოსებ თბილელის ბიოგრაფიის ზოგიერთი დეტალი, მისი როგორც სასულიერო პირის მენტალური შეხედულებები, სათავადოს რაობა და საგვარეულოების კვლევა ქართულ ისტორიოგრაფიაში, არაგვის საერისთავოს ისტორია XVI-XVII საუკუნეთა მიჯნაზე.

