ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ორგანიზაციის თეორიის საფუძვლები

ორგანიზაციის თეორია წარმოადგენს სისტემების საერთო თეორიის ნაწილს, იგი სწავლობს ორგანიზაციის, როგორც ერთი მთლიანის საერთო თვისებებს, ამასთან, აღწერის ენის შესაბამისად (ეკონომიკური იურიდიული, სოციოლოგიური, ტექნიკური და სხვ.) შესაძლებელია ორგანიზაციაზე, როგორც მართვის ობიექტზე შეგვექმნას სხვადასხვა წარმოდგენა. ამიტომაა, რომ ორგანიზაცია იყო და რჩება ბოლომდე ამოუცნობ ობიექტად, სპეციალისტების თქმით ე.წ. „შავ ყუთად“. ამ გაურკვევლობის დასაძლევად ორგანიზაციის მართვის საკითხების მიმართ საჭიროა გამოყენებულ იქნეს დისციპლინათაშორისი, ე.ი. სისტემური მიდგომა. შესაბამისად, წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია არა მარტო სისტემური მიდგომის არსი, არამედ სისტემების თეორიის საფუძვლები: სისტემების მოდელები, მათი კლასიფიკაცია და მართვის საშუალებათა სახეები. ხაზგასასმელია, რომ უპირველესად საგულისხმოა ის პრობლემები, რომლებიც სხვა, უფრო წვრილმანი პრობლემების წარმოშობის მიზეზი ხდება.