ან ბერნე ფაქიზი ალღოთი და ღრმა განსწავლულობით შეუძღვება მკითხველს რომის სამყაროში, ასახავს ქრისტიანობის ჩასახვის პროცესს და ამ ფონზე აღწერს პილატე პონტოელის პიროვნულ დრამას. ეს კი ადამიანის განვითარების თანმდევი მარადიული საჭირბოროტო საკითხია. ეს არის წიგნი შიშისა და შემგუებლობის, წარმავალ და მარადიულ ღირებულებათა ჭიდილის, სიცოცხლის აზრის ძიების შესახებ

