,,თქვენს წინაშეა წიგნი ,,ბათუმის აკადემია“ (დამაარსებელი მწერალი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ალი სამსონია). მასში წარმოჩენილი ადამიანები თავიანთი საქმის მართლაც რომ აკადემიკოსები არიან. ისინი თავს იყრიდნენ ჯერ აკადემიად წოდებული სასტუმრო ,,ინტურისტის“ კაფე-ბარში და შემდგომ რესტორან „აჭარის“ მესამე სართულზე, რომელიც ამავე რესტორნის დირექტორმა, თვითონაც აკადემიელმა, აწ გარდაცვლილმა ბატონმა ზორბეგ ღლონტმა გამოუყო აკადემიელებს. ისინი ქვეყნის ბედ-იღბალზე ბჭობდნენ" – ანა დუნდუა.

