ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ხაზართა ზღვის ნაპირებზე

გამოცემის წელი2015
გამომცემლობაინტელექტი
რედაქტორიირმა ჩინჩალაძე

იასმინა მიხაილოვიჩის „ხაზართა ზღვის ნაპირებზე“ – დახვეწილი და მელანქოლიური რომანი მკითხველს ევროვიზიის სიმღერის კონკურსის შთაბეჭდილებებს უზიარებს, განმარტავს, რატომ ეწოდება კასპიის ზღვას „ხაზართა ზღვა“ და მოუთხრობს ორი კონტინენტის გასაყარზე მომხდარ გასაოცარ ამბებს. ოთხი პროზაული ნაწილი, რომლებისგანაც ეს წიგნი შედგება, ავტორმა სწორედ იმ ორიგინალური და უჩვეულო ლიტერატურული ხერხების დაცვით განალაგა, რომლებსაც მილორდ პავიჩი ასე ხშირად მიმართავდა თავის ნაწარმოებებში, თავისი და პავიჩის ორი განცალკევებული წიგნი ოსტატურად ჩააქსოვა ერთმანეთში და ერთ ჰარმონიულ კოლაჟად აქცია, ამიტომ მთელი წიგნი ერთი მთლიანი ორგანიზმივით, ერთი ამოსუნთქვით იკითხება.