ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

ქვეყნიერების მრავალფეროვნებისთვის

ავტორიმარკო პოლო
მთარგმნელინოდარ ლადარია
გამოცემის წელი2007
გამომცემლობასეზანი
რედაქტორიანა ჭაბაშვილი

ვიდრე „ქვეყნიერების მრავალფეროვნებისთვის“ ქართველი მკითხველისათვის გასაგებ ენაზე ამეტყველდებოდა, თითქმის შვიდასი წლის განმავლობაში დაახლოებით ისეთივე მრავალფეროვანი გზა გამოიარა, როგორც თავის დროზე თავად მარკო პოლომ განვლო. ტოსკანელმა რუსტიკანო პიზელიმ ციხეში მოსმენილი ფრაგმენტებად ჩანიშნული ისტორიები მათი ევროპაში პოპულარიზაციის მიზნით ფრანგულ ენაზე დაწერა. სინიორ პიზელის ამ პრომო-სვლამ მართლაც გამოიღო შედეგი და ცოტა ხანში წიგნი მაშინდელი ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში ბესტსელერად იქცა. მარკო პოლო 27 წელი მოგზაურობდა აღმოსავლეთის ქვეყნებში. როგორც წიგნის მთარგმნელი, პროფ. ნოდარ ლადარია აღნიშნავს, ერთი შეხედვით „ქვეყნიერების მრავალფეროვნებისთვის“ მოგზაური ვაჭრის ჩანაწერებია, თუმცა მასში აღწერილი ფაქტები ისტორიულ წყაროებსაც წარმოადგენს. სწორედ ამ ტექსტებმა შთააგონა ქრისტეფორე კოლუმბს აზიისკენ გზის საძებნელად გამგზავრება, ხოლო ქვეყნების ზუსტი აღწერის გამო ინგლისელი მზვერავები ამ ჩანაწერებს საკუთარი საქმიანობისთვის იყენებდნენ. წიგნში შესულია 1903 წელს გამოცემული ინგლისურენოვანი ვერსიის ილუსტრაციები.