ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

გაზაფხულის თოვლი

გამოცემის წელი2023

„გაზაფხულის თოვლი“ 1966 წელს გამოიცა. ის იუკიო მიშიმას საყოველთაოდ ცნობილი ტეტრალოგიის პირველი წიგნია. საკუთრივ იაპონური კულტურის, სამურაების, სიზმრების, ხილვების, სულის რეინკარნაციისა და სილამაზის მისტიფიკაციის ფონზე ვითარდება სასიყვარულო დრამა, იხატება ახალგაზრდების პორტრეტები, რომელთა უმრავლესობა სწორედ ახალგაზრდული რყევების, ეჭვებისა და მგრძნობელობის გამო დრამატიზმითაა დაღდასმული. დანარჩენი სამყაროსგან თითქოს უცხო, გამორჩეული, მძაფრად ინდივიდუალისტური კულტურის ფონზე ცხადი ხდება მარადიული ღირებულებების ერთობა – სიყვარულის დამანგრეველი ძალა, ახალგაზრდული სასიცოცხლო ენერგია, რომელიც ამავე დროს ზუსტად თავისი უზღვავი ძალის წყალობით, სიკვდილისკენ მიილტვის.