წიგნში მოთხრობილი ამბავი ავღანეთში ვითარდება. "1978 წლის დეკემბერს, იმ ქუჩებში, სადაც მე და ჰასანი ვთამაშობდით, რუსული ტანკები გამოჩნდებიან. ისინი თან ჩემი ავღანეთის სიკვდილს მოიტანენ" – ამბობს რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი. ავღანეთში საბჭოთა კავშირის შეჭრას ავტორი მშვიდობიანი ცხოვრების დასასრულის დასაწყისს უწოდებს. მოგვიანებით ერთი უბედურება მეორით იცვლება. თალიბანი ავღანელებისთვის კიდევ უფრო სასტიკი მტერი აღმოჩნდა, ვიდრე საბჭოთა კავშირი. განუკითხაობა, სექსუალური ძალადობა, ობოლი ბავშვები, მათხოვრებით მოფენილი ქუჩები – ასეთია ავტორის მიერ დახატული ავღანეთი.

