ციფრული ბიბლიოთეკა

იხილეთ სრული ვერსია
წიგნის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის წევრებისთვის – სტუდენტებისა და პერსონალისთვის.

დოსტოევსკი და ნიცშე

მთარგმნელიგია ბერაძე
გამოცემის წელი2020
გამომცემლობაინტელექტი

„დოსტოევსკი და ნიცშე“ ლევ შესტოვის შემოქმედების ერთ-ერთი მწვერვალია. ფილოსოფოსის ნაშრომებს შორის ის მკითხველების განსაკუთრებული ინტერესით სარგებლობს. მის შემოქმედებას ადრეულ ეგზისტენციალიზმს მიაკუთვნებენ. უკვე XIX-XX საუკუნეების გასაყარზე, თითქოს მოახლოებული მსოფლიო კატასტროფა იგრძნოო, შესტოვი საუბრობს ადამიანის არსებობის ტრაგიკულ აბსურდულობაზე და წინ წამოსწევს „გმირს“, რომელიც მთელ სამყაროს უპირისპირდება და თავის სუვერენულ უფლებებს იცავს. შესტოვი, ტრადიციული ფილოსოფიის გადაფასებით, მოითხოვს ყურადღება სამყაროდან სუბიექტზე იქნას გადატანილი. ის მუდმივად ეწინააღმდეგება საკუთარ თავს და მისი აზრები ერთგვარად პარადოქსული ჩანს, მაგრამ მას სჯერა, რომ თვით ცხოვრებაა პარადოქსული და მისი ჩაწვდომა ლოგიკური და რაციონალური გზით შეუძლებელია.