ბიობიბლიოგრაფიაში წარმოდგენილია ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის მზია ტოგონიძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი მასალები: ცხოვრებისა და მოღვაწეობის ძირითადი თარიღები, სამეცნიერო შრომები, სამეცნიერო სტატიები და თეზისები, პუბლიცისტური წერილები, მისი რედაქტორობით გამოცემული შრომები, მზია ტოგონიძის ხელმძღვანელობით სტუდენტთა მიერ მომზადებული სამეცნიერო შრომები, ლიტერატურა მის შესახებ. ნაშრომს დართული აქვს სახელთა საძიებელი.

