ვინ არ დაფიქრებულა, როგორი იქნებოდა ბავშვობაში შერლოკ ჰოლმსი, ან ის ერთადერთი ქალი, რომელმაც სახელგანთქმულ მაძებარს სულის სიმშვიდე დაუკარგა?!. ან არსენ ლუპენი, ცნობილი „ჯენტლმენი ქურდი“, უცნაური ხასიათითა და ანალიტიკური აზროვნებით ასე რომ ხიბლავს მკითხველს?!. დიახ, ამ წიგნში ისინი ჯერ ბავშვები არიან! შერლოკ ჰოლმსი, არსენ ლუპენი და ირენ ადლერი ერთმანეთს პირველად 1870 წელს შეხვდნენ, საფრანგეთის კურორტ სენ-მალოში. იქ დასასვენებლად ჩავიდნენ, თუმცა სასტიკ დანაშაულთა მომსწრენი გახდნენ.

