წიგნი წარმოადგენს დამხმარე სახელმძღვანელოს სკოლის პედაგოგებისათვის – დაეხმარება მათ ქიმიის ფუნდამენტური საკითხების სიღრმისეულად ათვისებაში სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის მზადების პროცესში. სახელმძღვანელო, ასევე, ხელს შეუწყობს პედაგოგებს, შექმნან საუკეთესო სასწავლო გარემო, რაც საბოლოოდ აისახება მოსწავლეების მიერ ქიმიის ათვისებისას მიღწეულ შედეგებზე.

