წიგნი „ბიბლიოგრაფია ოსი ხალხის შესახებ“ წარმოადგენს საცნობარო ხასიათის ნაშრომს და მოიცავს სხვადასხვა დარგის ლიტერატურას ოსი ხალხის შესახებ. ბიბლიოგრაფიაში შევიდა ქართულ და რუსულ ენებზე გამოქვეყნებული როგორც ცალკეული წიგნები, ასევე პერიოდულ გამოცემებში დაბეჭდილი სტატიები. წარმოდგენილია არქივებში დაცული ხელნაწერები და ამ ენებზე თარგმნილი უცხოელ ავტორთა შრომებიც.

