,,ბოლო ხანს დაწერილი მოთხრობები მინდოდა ერთ წიგნად გამომეცა სხვადასხვა დროს პერიოდიკაში გამოქვეყნებულ ჩემს წერილებთან ერთად, მაგრამ, სამწუხაროდ, მიზეზთა გამო, ეს არ მოხერხდა – ცალ-ცალკე, პარალელურად გამოდის ორი კრებული: ,,ღია წერილი ბიძინა ივანიშვილს, უფრო კი მის მდივან-რეფერენტს" (და სხვა წერილები) და მოთხრობების წინამდებარე წიგნი. მკითხველს უმორჩილესად ვთხოვ, ეს ორი კრებული ერთ წიგნად აღიქვას – რადგან ასე მქონდა ჩაფიქრებული: წერილები და მოთხრობები თითქოს ერთმანეთს ეხმიანებიან, ავსებენ, საერთო პანორამას ქმნიან...… ყოველ შემთხვევაში, მე ასე მეჩვენება. მაგრამ ვინ იცის, იქნება ვცდები კიდეც?" – ირაკლი ლომოური.

