წიგნში წარმოდგენილია დღემდე შემორჩენილი ის ქართული ნაგებობები, სადაც კუპელჰალეს არქიტექტურული თემაა გამოვლენილი. კუპელჰალეს არქიტექტურული ტიპის რაობისა და წარმოშობის შესახებ გამოთქმულია მოსაზრებები ქართული არქიტექტურისადმი მიძღვნილ ჩვენი მეცნიერების ნაშრომებში. მაგრამ ყველა ძეგლის ერთად თავმოყრა, მათი მხატვრულ ისტორიული მიმართებების დადგენა და ტიპის ჩვენში არსებობის მანძილზე განხორციელების თავისებურებების გამოკვეთა არ მომხდარა. სამაგიეროდ, ზოგიერთი ცალკეული ნიმუში კარგად არის შესწავლილი ქართველი მეცნიერების მიერ.

