წარმოდგენილი ნაშრომის პირველ ნაწილში განხილულია აზოტის ოქსიდის და კალციტონინის გენთან დაკავშირებული პეპტიდის როლი ენის არტერიის ვაზოდილატაციური მექანიზმის ფუნქციობაში. ამასთან ერთად, შეფასებულია თავისუფალი რადიკალების შესაძლო როლი ამ მექანიზმის ფუნქციობის დარღვევაში. მეორე ნაწილში კი განხილულია ექსპერიმენტული სტომატიტის პირობებში მიღებული მონაცემები.

