საიუბილეო კრებული ეძღვნება 1965 წლის 4 ოქტომბერს მარტვილის რაიონის სოფელ ბალდაში, ტობის მღვიმეების კვლევისას დაღუპული მეცნიერ–სპელეოლოგის – არსენ ოქროჯანაშვილის(1930-1965 წწ.) დაბადების 80 წლისთავს. მასში შესული მასალების ერთი ნაწილი მიზნად ისახავს ა. ოქროჯანაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესწავლას, ნაწილი კი წარმოადგენს გეოგრაფიისა და ტოპონიმიის აქტუალური საკითხებისადმი მიძღვნილ სტატიებს.

