მონოგრაფიაში პირველად განიხილება XX საუკუნის 30-იანი წლების აფხაზეთში კომუნისტური ენობრივი პოლიტიკა ამ მხარეში გავრცელებული ყველა ენის მიმართ. სამეცნიერო მიმოქცევაში პირველად შემოტანილ საარქივო დოკუმენტებზე დაყრდნობით გამოყოფილია ენობრივი პოლიტიკის ორი ეტაპი: 1935 ჩათვლით და 1935 წლის მომდევნო.

