მონოგრაფიაში ნაჩვენებია თუ როგორ ვლინდება ევროპული ლიტერატურულ-სააზროვნო ტრადიციები და სახისმეტყველების ფორმები ახალ ქართულ ლიტერატურაში. წიგნში ასევე საუბარია, როგორ აისახა XIX საუკუნის მიწურულისა და XX საუკუნის დასაწყისში კულტურული ინტეგრაციის საკითხი ქართულ ლიტერატურასა და მეცნიერებაში, რომ ქართული კულტურა თავისი არსით არის ევროპული კულტურის განუყოფელი ნაწილი.

