წიგნში იბეჭდება ავტორის ნაშრომები, რომლებიც გამოქვეყნებული იყო პერიოდულ სამეცნიერო გამოცემებში. სხვადასხვა დროისა და თემატიკის მწერალთა ნაწარმოებებს აერთიანებს ეროვნული პრობლემა, რომელიც განხილულია როგორც 1920-იანი და 1940-იანი წლების ქართულ მწერლობაში, ისე 2000-იანი წლების პროზასა და პოეზიაში გამოკვლეულია ცნობილი ქართველი მწერლების გრიგოლ რობაქიძის, მიხეილ ჯავახიშვილის, ტიციან ტაბიძის და სხვათა პროზაული და პოეტური შედევრები.

