საერთაშორისო ურთიერთობები სახელმწიფოთა შორის, თანამშრომლობისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური, კულტურული გაცვლის უმნიშვნელოვანესი საშუალებაა. მის ეფექტიანობაზე ბევრადაა დამოკიდებული სახელმწიფოს წარმატებები და წინსვლა, ხშირად კი უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა. სწორედ საერთაშორისო ურთიერთობისას სახელმწიფოთა წარმომადგენლების კონტაქტებისა და ურთიერთგაგების გაადვილების საქმეში განსაკუთრებული ადგილი განეკუთვნება დიპლომატიურ პროტოკოლსა და ეტიკეტს. წინამდებარე ნაშრომი საუბრების ფორმით, კონკრეტულ მაგალითებზე და ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით გვაცნობს ამ ურთულესი სფეროს თანამედროვე ფორმებსა და მეთოდებს.

