ახალგაზრდა კაცი, ანტუანი, დარწმუნებულია, რომ ავადაა და მისი ავადმყოფობის მიზეზი ჭკუაა, მაგრამ ამის გამო არავინ აღიარებს ავადმყოფად და არავინ თანაუგრძნობს, არადა ანტუანი იტანჯება და ამ ტანჯვას რომ ბოლო მოუღოს, რას აღარ ცდის: ალკოჰოლიკად გადაქცევას, თავის მოკვლას... ყველა მცდელობა უშედეგოდ მთავრდება და იწყება იდიოტად გადაქცევის საინტერესო ცდა. ანტუანი ცდილობს გათავისუფლდეს იმ ტვირთისგან, რომელიც ცხოვრებაში ჭკუის სახით ერგო.

