წიგნში წარმოდგენილია გვიანანტიკური ქალაქის, მძოვრეთის დაარსებისა და მისი რეკონსტრუქციის ისტორია, ახ. წ I საუკუნიდან XVIII საუკუნის 90-იან წლებამდე, გვიანანტიკური ნაქალაქარის არსებობის შეწყვეტის პერიოდამდე. ნაშრომში განხილულია მძოვრეთის დაწინაურებისა და საქალაქო ცხოვრების აღმავლობის ფაქტორები, ახსნილია მისი დაკნინებისა და დაცემის რეალური მიზეზები.

