წინამდებარე ანგარიში მომზადდა სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის პროექტის ფარგლებში „ბოლონიის პროცესის შეფასება საქართველოს მაგალითზე, რომელიც 2015-2016 წლებში ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა. კვლევის მიზანი იყო იმის შეფასება, თუ რა მდგომარეობაა საქართველოს უნივერსიტეტებში ბოლონიის პროცესში გაწევრიანებიდან ათი წლის თავზე; რამდენად შეუწყო ხელი ბოლონიის პროცესის რეფორმების დანერგვამ სწავლებისა და კვლევის განვითარებას საქართველოში; და ზოგადად, რამდენად შეძლო საქართველოს საგანმანათლებლო სისტემამ, ფეხი აეწყო ევროპაში მიმდინარე პროცესებისთვის და დაენერგა ის რეფორმები, რომლებსაც ბოლონიის მონაწილე ქვეყნები ნერგავდნენ ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის შესაქმნელად.

