წიგნში განხილულია უახლესი ქართული თეატრის ისტორიის მნიშვნელოვანი მოვლენები და საკითხები. ავტორი მსჯელობს ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა: თანამედროვე და უახლესი თეატრის დეფინიცია და საზღვრები, თანამედროვე თეატრის რაობა, უახლესი ქართული თეატრის ძირითადი ტენდენციები, შემოქმედებითი პრობლემები, სარეპერტუარო პოლიტიკა, ექსპერიმენტები ტრადიციულ და ალტერნატიულ სივრცეში, უახლესი ქართული დრამატურგიის ტენდენციებსა და მისი ინტერპრეტაციის საკითხებზე სცენაზე.

