ნარკვევების კრებული ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის IV კურსის სტუდენტთა მიერ შეიქმნა და დიდი ქართველი საზოგადო მოღვაწის, სახელოვანი პუბლიცისტის, პრაქტიკოს-რეფორმატორის, დიპლომატის – ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან 160-ე წლისთავს მიეძღვნა. კრებულში გამოქვეყნებული წერილები წაკითხულია ჟურნალისტიკის ისტორიის კათედრის სტუდენტთა სამეცნიერო წრის სხდომაზე.

