ნაშრომში ჩამოყალიბებულია ევფემიზმთა ლინგვისტური თეორია მეორე სასიგნალო სისტემაზე პავლოვის მიერ შექმნილი მოძღვრების შუქზე, განხილულია ევფემიზაციის აღმძვრელი მოტივები და ის ენობრივი საშუალებები, რომლებიც სათქმელს არბილებენ, ალამაზებენ. სათანადო ადგილი აქვს დათმობილი აგრეთვე სიტყვის მაგიური ძალის რწმენაზე დაფუძნებულ ენობრივ აკრძალვებს და მათ გადმონაშთებს (სიტყვის ტაბუ).

