წიგნის პირველ ნაწილში განთავსებულია საერთაშორისო სამოქალაქო საპროცესო პრინციპები და წესები, რომელიც შემუშავებულია ამერიკული სამართლის ინსტიტუტისა და კერძო სამართლის უნიფიკაციის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ. მეორე ნაწილში განთავსებული მასალა წარმოადგენს საავტორო კურსს და მისი მიზანია სამართლით დაინტერესებულმა პირებმა გააცნობიერონ მსოფლიოს თანამედროვე სამოქალაქო საპროცესო სამართლისა და სასამართლო სისტემების თავისებურებები, ისტორიული გამოცდილებითა და კულტურული მიდგომებით განპირობებული საპროცესო სისტემების განსხვავებულობის ფილოსოფია, სხვადასხვა სამართლის სისტემების პროცედურულ მოდელებს შორის არსებული ფუნდამენტური მსგავსებები და განსხვავებები.

