წინამდებარე ნაშრომში, კონკრეტული ისტორიული მასალის საფუძველზე, შესწავლილია საქართველოს (ერთიანი თუ ცალკეულ სამეფოებად დაშლილის) მესვეურთა რელიგიური კუთვნილების როლი ქვეყნის საგარეო ორიენტაციაში. მოყვანილია იმის მაგალითები, თუ როგორ ხდებოდა ამა თუ იმ მეფის რელიგიური კუთვნილების ცვლასთან ერთად, პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლაც.

