,,ეკონომიკისა და ბიზნესის სამყაროში ფეხის შესადგმელად გავეცნობით ისეთ ცნებებს, როგორიცაა: რესურსები, წარმოება, გაცვლა, საჭიროებები, მოთხოვნილებები და მოთხოვნა, აღმოვაჩენთ, როგორ ორგანიზდება შრომა, კაპიტალი, ცოდნა, მეწარმეობა და სხვა წარმოების ფაქტორები წარმოების პროცესში და ქმნის საქონელსა და მომსახურებას, რაც ჩვენს მოთხოვნილებებს აკმაყოფილებს; როგორ არიან ეს ფიქციები ჩართულნი საერთო ფერხულში – წრებრუნვაში, ბაზრების გავლით, როგორ გარდაიქმნება რესურსები პროდუქტად, პროდუქტი შემოსავლად, შემოსავალი მოთხოვნად და როგორ რეაგირებენ ფასებისა და მოგების სიგნალებზე".

