რამაზ კობიძის რომანის მთავარი მოქმედი გმირი ბაქარ ანძაველი გარდასული დროის ადამიანია, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა თანამედროვე ქალაქში, თავისი შორეული ნათესავის მერაბ ანძაველის გვერდით. მათი ურთიერთობის ფონზე ავტორი სატირისა და გროტესკის მომარჯვებით აშიშვლებს თანამედროვეობის მტკივნეულ პრობლემებს, რთულ სოციალურ ურთიერთობებს.

