ციფრული ბიბლიოთეკა

პიროვნების ტემპერამენტი და ფიქსირებული განწყობა

შრომაში, ნორმალური და პათოლოგიური სუბიექტების ტემპერამენტისა და ფიქსირებული განწყობის ურთიერთდამოკიდებულების ინტენსიური კლინიკურ-ექსპერიმენტული შესწავლის საფუძველზე, ნაჩვენებია ა) ტემპერამენტი, როდესაც იგი ვლინდება პიროვნების ქცევაში, თავისი არსებითი ნიშნებით ექვემდებარება ქცევის ზოგად კანონზომიერებას - განწყობის კანონზომიერებას, ბ) ცნობილი ტემპერამენტის ტიპების ძირითადი თავისებურებანი ფიქსირებული განწყობის ტიპებშია ასახული; გ) ფიქსირებული განწყობის მეთოდი ტემპერამენტის მიხედვით ადამიანთა დიფერენციაციის შესაძლებლობას იძლევა.